LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა გახელაძე ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა

174
zaza gaxeladze

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ზაზა გახელაძე შეიწყალა.

ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე მოქმედია.

„გაათავისუფლეს იგი თავისუფლების აღკვეთით შემდგომი სასჯელისაგან”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფებოდა.  გახელაძის ოჯახის წევრებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს მოენახულებინათ ცხინვალის ციხეში წითელი ჯვრის ჩართულობით.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს დააკავეს. მას საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ ”მესაზღვრეებისთვის” ცეცხლის გახსნას ედავებოდნენ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g