LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა გახელაძის მამა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე აღარ გადავა – აქცია ისევ ძალაშია

56
მიხეილ გახელაძე

მიხეილ გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, ე.წ საზღვარს აღარ გადაკვეთს.

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის მამის განცხადებით, გადაწყვეტილება პატრიარქის პატივისცემის გამო მიიღო, თუმცა აღნიშნავს, რომ აქციაზე უარის თქმას არ აპირებს.

გახელაძის ოჯახთან სამღვდელოების წარმომადგენლები გუშინ იმყოფებოდნენ, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ ზაზა გახელაძის ოკუპანტების უკანონო ტყვეობიდან დასახსნელად საკუთარ ძალებს საპატრიარქოც გამოიყენებს.

კერძოდ, პატრიარქი რუსეთის პატრიარქს მიმართავს თხოვნით, იშუამდგომლოს რუსეთის ხელისუფლებასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g