LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ისევ მერვეა: რამდენი დარჩა სამეულამდე

38

ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციაში ფორვარდებს შორის ისევ მერვე ადგილზეა.

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ NBA All-Star-ის მორიგი შუალედური შედეგები გამოაქვეყნა.

ზაზას 299 584 ხმა აქვს და ფორვარდებს შორის მერვეა.

“ყველა ვარსკვლავის” მატჩში სასტარტო ხუთეულში სათამაშოდ საჭიროა ფორვარდთა სამეულში მოხვედრა.

დასავლეთში ფორვარდთა სამეული ახლა ასეთია: 1. კობი ბრაიანტი – 1 533 432; 2. კევინ დურანტი – 774 782; 3. დრეიმონდ გრინი – 499 947.

დარჩენილ ოთხ დღეში ფაჩულიამ გრინთან 200-ათასიანი ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები