LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ხუციშვილი: „ჩემს აგარაკზე, რომელიც ახალდაბაში მაქვს, 70 პროცენტი, რაც ეზოში გავაკეთეთ, მათ შორის კედლების აშენება, სარწყავი სისტემები, ბილიკები თუ მცენარეების დარგვა, ჩემს თავზე ავიღე. იქ სამუშაოების უმეტესობა ჩემი ხელითაა შესრულებული…“

2296
ზაზა ხუციშვილი

ზაზა ხუციშვილი ახალდაბაში თავისი აგარაკის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ უმეტესი რამ იქ მისი გაკეთებულია.

რამდენად შრომისმოყვარე ხართ?

– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს მუსიკა, საათობით მეცადინეობა არასდროს შემეძლო. ვმეცადინეობდი ფორტეპიანოზეც, გიტარაზეც, მაგრამ 7 საათი დღის განმავლობაში ერთი და იმავეს კეთება ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. იმავეს ვერ ვიტყვი ფიზიკურ შრომაზე. რამდენჯერმე გაშუქდა ჩემი აგარაკი, რომელიც ახალდაბაში მაქვს. 70 პროცენტი, რაც ეზოში გავაკეთეთ, მათ შორის კედლების აშენება, სარწყავი სისტემები, ბილიკები თუ მცენარეების დარგვა, ჩემს თავზე ავიღე. იქ სამუშაოების უმეტესობა ჩემი ხელითაა შესრულებული. ახლა პირველი სართული შემოვაშენეთ და ყველა ხელოსნის სამუშაო ჩემი ხელით შევასრულე. „იუთუბის“ დახმარებით შედუღებაც ვისწავლე, ღებვაც და ასე შემდეგ.

კიდევ ერთი ახალი გატაცება მაქვს – მეღვინეობა და ახლა სწორედ ის დროა, როცა 2-3 საათში ერთხელ ქვევრებთან მივდივარ, ვუვლი და ძალიან ვუფრთხილდები. პირდაპირი გაგებით, მთელი დღე შრომაში ვარ სხვადასხვა მიმართულებით. პარალელურად, მუსიკასაც ვუთმობ დროს, ახალ სიმღერებზე ვმუშაობ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g