LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა მარჯანიშვილი: „ვინც ჩვენთან რუსულ სიმღერას შეასრულებს, წიხლით გავაგდებთ…“

149

ჯაზმუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი ბოლო დღეების აქტუალურ თემას ეხმაურება. მოგეხსენებათ, გია კორკოტაშვილი და ტრიო „დარბაზი“, რომლებმაც ივან ურგანტის შოუში ლუბოვ უსპენსკაიასთან ერთად რუსული სიმღერა შეასრულეს, ქართული საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა. ზაზა სწორედ მათ რიგებს შეუერთდა, ეს ვიდეო გააზიარა და დაწერა:

„ჩვენთან, „ზაზანოვაში“, რუსულენოვანი სიმღერა აკრძალულია და ვინც გაბედავს, უკეთეს შემთხვევაში წიხლით იქნება გაგდებული. მიზეზი: 1801, 1921, 1924, 1938 (ბაბუას და ბებიის გადასახლება ), 1956, 1979, 1989, 1992, 2008. მე ქართველი ვარ, თქვენ?“

მუსიკოსის ამ პოსტს რეზონანსი მოჰყვა. მისი ერთ-ერთი მეგობარი აღნიშნავს: „ზაზ! მაკარევიჩი, გრებენშიკოვი და კიდევ სხვები(ხვდები ვისაც ვგულისხმობ) რუსულად მღერიან და … ვისოცკიზე აღარაფერს ვამბობ…“, რაზეც მარჯანიშვილმა უპასუხა: „მაკარევიჩი კულტურის მინისტრობაზე იქაჩებოდა (!), გრებენშიკოვის დაბადების დღეების უცვლელი სტუმარი კი პუტინია. ასე რომ, ამათი ფსევდო-რევოლუციონერობის არ მწამს მე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g