ცნობილი კომპოზიტორი, მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ ყველა პოპულარულ ოპოზიციონერს მასზე კარგი ფინანსური შესაძლებლობა აქვს, მუსიკოსს აინტერესებს, როდის დადგება ხალხის დრო.
„ყველა (პოპულარულ) ოპოზიციონერს ჩემზე ბევრად კარგი მანქანა ჰყავს, სახლიც, ტანსაცმელიც, დადიან გაწკეპილები. ჰკითხავ – უხელფასოდ არიან, შემოწირულობებით (!)
ვინ გარჩენთ ამისთანა? ბანკის ვალი თქვენ არ გაქვთ და მოქალაქეობრივი უვალობაც სახეზე გაწერიათ.
P.S. პოზიციაც იგივე “კლასტერია”.
შეკითხვა: ხალხის დრო როდის მოვა? რა უნდა ერთი ოჯახის ხელა ქვეყნის მოვლას??? გაძალებთ ვინმე რამეს??? თუ არ შეგიძლიათ – ნურც თქვენ წვალობთ და ნურც ჩვენ გვაწვალებთ!!! მოკვდა ხალხი შიმშილით!!!!!!!“