LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა მესხის უცნაური წინათგრძნობა და ბედისწერა – რას ჰყვება მისი და: „საქართველოში წამოსვლამდე შეძრული იყო…“

13049
ზაზა მესხი

შოვში დაღუპული ზაზა მესხის შესახებ ჟურნალი „სარკე“ ვრცელ მასალას აქვეყნებს.

როგორც მისი და, მაია მესხი ამბობს, ზაზას საქართველოში წამოსვლა არ უნდოდა:

„საქართველოში სანამ წამოვიდოდა, 17 თუ 18 ივლისს, „სკაიპით“ ველაპარაკე და მაშინ მითხრა, რაღაც გული მაქვს დამძიმებული, საქართველოში წამოსვლის დროს ასე არასდროს მქონია და ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ხომ არ დავრჩე და არ წამოვიდეო. ვუთხარი, შარშან და შარშანწინაც ვერ ჩამოხვედი კოვიდპანდემიის გამო და დედა ისე გელოდება-მეთქი. ჰო, დედა ჩემი სადარდებელია, როგორ მოხუცდაო… წინათგრძნობა ჰქონდა. მითხრა, მერე დედა ნეტავ როგორ იქნებაო და ახლა რომ ვფიქრობ, მგონი, გრძნობდა, რაღაც ელოდა და იმაზე ფიქრობდა, დედა როგორ იქნებოდა უმისოდ.

რაღაცით შეძრული აშკარად. ჩემი ბიძაშვილისთვის უთქვამს, თვითმფრინავში რომ შევედი, ცივმა ოფლმა დამასხა და კანკალი ამივარდაო. ჩვენს ბიძაშვილს უკითხავს, კი მაგრამ, რა დაგემართა, პირველად ხომ არ ჯდებოდი თვითმფრინავშიო…“

ვიდეო: „დაე, იქ დაგხვდეთ ანგელოზთა გალობა“ – ზაზა მესხის ახლობელი ემოციურ კადრებს ავრცელებს

„ზაზა მესხი იყო ბედნიერი…მას სიგიჟემდე უყვარდა საქართველო და თავისი ოჯახი, ნათელში იყავი” – მეგობრის ემოციური პოსტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები