11 შეღავათი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ ზაზა ოქუაშვილის კომპანიას გაუწია, ბოროტად გამოიყენა და დღეს ვნახულობთ იმას, რომ ამ კომპანიას 50 მლნ აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და ყველაფერს კადრულობს, რათა ეს თანხა არ გადაიხადოს – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„რამდენი ჩანაწერიც არ უნდა გავრცელდეს ორი რამეა მნიშვნელოვანი. ერთი, რომ ყველა ახალ ჩანაწერზე გამოძიება მიმდინარეობს და ჩანაწერები ემატება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც მიჰყავთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. ეს არის წინასაარჩევნოდ მოგონილი თემა, რათა ხალხის ჯიბიდან, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამოღებულ იქნას თანხა, ამ კომპანიამ აიცილოს და არ გადაიხადოს. მეორე – 11 შეღავათი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ ოქუაშვილის კომპანიას გაუწია, ბოროტად იქნება გამოყენებული და დღეს კომპანიას 50 მილიონი ლარი აქვს ვალი სახლის, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და ყველაფერს კადრულობს, რათა ხალხს თანხა არ გადაუხადოს. ეს არის ჩვენი ხალხის თანხა, რომელიც შემდეგ ნაწილდება საგანმანათლებლო პროექტებზე – პენსიებზე, მშენებლობებზე, პოლიციის გაძლიერებასა და ჯარზე. შესაბამისად, ჩემთვის მთავარია, საგადასახადო დავალიანება დაფარული იყოს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ეს არის მნიშვნელოვანი.