LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ოქუაშვილისა და ნატო ჩხეიძის რეპერი შვილის, GEO OKU-ს ალბომი გამოიცემა

232
reperinews

ქართველი მუსიკოსი გიორგი ოქუაშვილი, სასცენო ფსევდონომით, GEO OKU, რამდენიმე წელია, დიდ ბრიტანეთში ეწევა მუსიკალურ საქმიანობას. ახლა კი სადებიუტო ალბომის რელიზისთვის ემზადება. სულ ცოტა ხნის წინ კრებულიდან პირველი სინგლი “Own That” წარმოადგინა, რომელიც “ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერა.

ამჟამად რეპერი საქართველოში იმყოფება და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს. როგორც თავად ამბობს, სადებიუტო ალბომის სახელწოდება “Come Back” იქნება და მისი რელიზი მიმდინარე წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ამავე პერიოდში შედგება მისი ახალი კლიპის პრემიერაც.

სანამ “Come Back” იხილავს დღის სინათლეს, მანამდე შეგიძლიათ, ალბომიდან პირველი სინგლი “Own That” შეაფასოთ, რომლის მოსმენაც ქართულ რადიოსადგურებზე უკვე შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილისა და პოლიტიკოს ნატო ჩხეიძის ვაჟიშვილი გახლავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები