„სარდაფიდან გამოსულს ჰგავდა ისევ, – ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა ლევან ყიფიანის გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა.
„ყველა ელოდა რაღაცას, რაც იქნებოდა დადგმული მთავრობის მიერ და ჩვენ ბოლოს და ბოლოს ვნახეთ ნამდვილი სპექტაკლი. სარდაფიდან გამოსულს ჰგავდა ისევ ახლად, ასეთი გამომეტყველება ჰქონდა მას, შეშინებული“, – აღნიშნა ოქუაშვილმა.
დღეს ლევან ყიფიანმა საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ ჩანაწერები დამონტაჟებულია, მან ოქუაშვილი ტყუილშიც დაადანაშაულა, მასზე ოქუაშვილის მიერ მოყოლილ სარდაფის ისტორიას კი სიყალბე და სამარცხვინო უწოდა.