“გადადგეს კვირიკაშვილი და მისი მთავრობა”,- ამის შესახებ ზაზა სარალიძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება მისი შვილის მკვლელებს არ სჯის.
„სისტემამ ომი გამოგვიცხადა ხალხო, ჩვენ დავანგრევთ სისტემას. პირდაპირ მივმართავ, ვინც ამის უკან დგას, კვირიკაშვილის მთავრობას, ძირს კვირიკაშვილის მთავრობა, იმიტომ, რომ ისინი მფარველობენ სისტემას. გადადგეს ყველა, ვინც ამ სისტემას მფარველობს. გადადგეს კვირიკაშვილი და მისი მთავრობა,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 22:00 საათამდე ულტიმატუმი წაუყენა და ხორავას ქუჩის საქმეზე პასუხისმგებელი პირების დასჯა სთხოვა და კიდევ ოთხი პირის გადაყენება მოსთხოვა.