LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორს ხვდება

0444E1C1-AA3B-4780-AA81-8FAC5994A446_w1023_r1_s

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე ადვოკატებთან ერთად გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს ხვდება. შეხვედრას მკვლელობის საქმის პროკურორებიც ესწრებიან. ზაზა სარალიძის განცხადებით, გენერალურ პროკურორთან ამ საქმეზე და მათ შორის, სააპელაციო სასამართლოში გუშინ გამართულ სხდომასთან დაკავშირებითაც აქვს კითხვები.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება ზაზა სარალიძის წინააღმდეგ წარმოებულ იმ საქმეზეც, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას ეხება და რომლის განხილვაც რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

პროკურატურასთან ასევე, იმყოფებიან პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და პარტიის სხვა წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g