„ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია ნუკა კვალიაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ნუკა უიტნი ჰიუსტონის სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია მსოფლიოში.
„ალბათ მენდობით სიტყვაზე, რომ ამ საქმეში მეთქმის ჩემი აზრი და დამეჯერება… ნიჭის და საოცარი ვოკალის ხარჯზე, ეს გოგო ნამდვილად არის უიტნი ჰიუსტონის სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი მსოფლიოში… ძალიან ძალიან ცოტა მღერის მისნაირად…მან ფაქტიურად ცოცხლად „შეჭამა“ უიტნის ეს სამღერლად ურთულესი ჰიტი,“ – წერს ზაზა შენგელია.