LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა თელია: „იმუნიტეტის გამაძლიერებელი ბუნებაში არ არსებობს… თუ რომელიმე პაციენტს ექიმმა უთხრა, რომ კონკრეტული მედიკამენტის მიღებით იმუნიტეტი აუმაღლდება, ის ექიმი იტყუება და დაინტერესებულია“

210
ზაზა თელია (1)

„იმუნიტეტის გამაძლიერებელი ბუნებაში არ არსებობს“, – ამის შესახებ „ფორტუნა პლუსის“ ეთერში, მარტა ქარუმიძის გადაცემაში – „სილამაზის აკადემია”, დერმატო-ვენეროლოგმა, ზაზა თელიამ ისაუბრა.

„საკვები დანამატები და ვიტამინები არ მოწმდება არც ერთ ქვეყანაში და ხშირად ორგანიზმისთვის საზიანოა…“ – რა საფრთხეზე საუბრობს ზაზა თელია?

ამის შესახებ „ფორტუნა პლუსის“ ეთერში, მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია” დერმატო-ვენეროლოგმა, ზაზა თელიამ განაცხადა.

ცნობილი ექიმი ამბობს, რომ „თუ რომელიმე პაციენტს ექიმმა უთხრა, რომ კონკრეტული მედიკამენტის მიღებით იმუნიტეტი აუმაღლდება, ის ექიმი იტყუება და დაინტერესებულია“:

„იმუნიტეტის გამაძლიერებელი ბუნებაში არ არსებობს თუ რომელიმე პაციენტს ექიმმა უთხრა, რომ კონკრეტული მედიკამენტის მიღებით იმუნიტეტი აუმაღლდება, ის ექიმი იტყუება და დაინტერესებულია. იმუნიტეტის გამაძლიერებელი ბუნებაში არ არსებობს. მომავალში თუ ვინმე შექმნის, მიიღებს ნობელის პრემიას.

ჩემი უამრავი პაციენტი ნამყოფია ექიმთან, სისუსტის ჩივილით და საერთოდ არაფრის გამო აქვთ დანიშნული 1000 ლარის კვლევები და 500 ლარის საკვები დანამატი და ვიტამინები. ანალიზებში რეფერენსული ზღვარი თუ არის 200-დან 300-მდე, ხოლო პასუხია 199 – ამაზე უნიშნავენ ვიტამინს ზედოზირებით. საზოგადოებას არ ახსოვს, რომ არსებობს ჰიპერვიტამინოზის საფრთხეც.

გადაჭარბებული ვიტამინების მიღება იწვევს ორგანიზმის მოწამლას. ვიტამინები შექმნილია იმისთვის, რომ საჭიროების მიხედვით მიიღოს პაციენტმა. მაგალითად D ვიტამინი უნდა მიიღოთ საჭიროების მიხედვით და არ უნდა მიიღოთ პროფილაქტიკის მიზნით.

რაც შეეხება საკვებ დანამატებს, ის განკუთვნილია მალნუტრიციაში მყოფი პირებისთვის. არის გარკვეული ტიპის სამედიცინო მდგომარეობები, მათ შორის სამწუხაროდ სიმსივნეები, და ეს ადამიანები სიმსივნის თუ ქიმიის გამო ვერ იღებენ საკვებს, სწორედ მაშინ შეიძლება დავახმაროთ დანამატები“, – ამბობს დერმატო-ვენეროლოგი, ზაზა თელია.

გადაცემა ვრცლად⤵️

magti 5g