LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ურუშაძის “მანდარინები” იტალიელმა მაყურებელმა მსოფლიოს წლის საუკეთესო ფილმად აღიარა

100
ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინანტი ფილმი “მანდარინები” იტალიაში კიდევ ერთი პრესტიჟული პრემიის მფლობელი გახდა.
San Fedele-ს პრემია წელს 61-ედ გაიცა და იგი სწორედ ქართველ რეჟისორს, ზაზა ურუშაძეს ხვდა წილად.
იტალია მსოფლიოს მასშტაბით წლის საუკეთესო ფილმს 1956 წლიდან ირჩევს და პრემიას ანიჭებს. გამოკითხვაში ჩართულია ყველა, როგორც კინოკრიტიკოსები და კულტურული სფეროს წარმომადგენლები, ასევე, რიგითი მაყურებლები. გამარჯვებული კი წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ერთი კონკრეტული ფილმი ხდება.
წლების მანძილზე San Fedele-ს პრემია ისეთ გამოჩენილ კინემატოგრაფისტებს აქვთ მიღებული როგორებიც არიან: ფედერიკო ფელინი, ფრანჩესკო როსი, პიერ პაოლო პაზოლინი, ინგმარ ბერგმანი, მილოშ ფორმანი, აკირა კუროსავა, რობერტო ბენინი, პედრო ალმადოვარი, სტივენ სპილბერგი და სხვა.
ზაზა ურუშაძე მილანშია მიწვეული, სადაც, როგორც საპატიო სტუმარს და პრემიის ლაურეატს, San Fedele-ს კინოთეატრში ცნობილი იტალიელი სკულპტორის Mimmo Paladino-ს მიერ შექმნილ სკულპტურას გადასცემენ.
საქართველო-ესტონეთის კოპროდუქცია “მანდარინები” ეკრანებზე 2015 წელს გამოვიდა.
ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, ოსკარის და ოქროს გლობუსის ნომინაციების გარდა, ფილმმა უამრავი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო მსოფლიოს არაერთ წამყვან კინოფესტივალზე.
“მანდარინები” 90-იან წლებში აფხაზეთის ომის პერიოდს ასახავს, სადაც ესტონელი ივო ამ ომის სხვადასხვა მხარეს მყოფ ჩეჩენ და ქართველ ჯარისკაცებს მის სახლში შეიფარებს.
ფილმი პოლიტიკურ, კულტურულ და ეთნიკურ კონფლიქტს ეხმაურება და უგზავნის გზავნილს თანამედროვე საზოგადოებას, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ კონფლიქტის თანაგრძნობით მოგვარება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g