LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ურუშაძის „მანდარინებს“ სხვადასხვა ქვეყნის კინოთეატრებში აჩვენებენ

252

მესამე წელია, ზაზა ურუშაძის კინოფილმი „მანდარინები“ წარმატებულ სვლას განაგრძობს სხვადასხვა ჯილდოსა და ამა თუ იმ ქვეყნის კინოთეატრებისკენ. „ოსკარის“ ნომინაციამ მისი შემდგომი წარმატება ბევრად განსაზღვრა. ფილმს ამ დრომდე 30-მდე საერთაშორისო ჯილდო აქვს აღებული.

ზაზა ურუშაძე ახლახან დაბრუნდა რომიდან, სადაც პრესის წარმომადგენლებსა და ელჩებს შეხვდა. მანამდე, სანამ მის ფილმს იტალიაში, კინოთეატრების განრიგში ჩასვამენ და მაყურებელს მისი ხილვის შესაძლებლობა ექნება, ქართველი რეჟისორი „მანდარინების“ ჩვენებას დაესწრო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ფილმის დასარეკლამებლად, ასეთი ტიპის შეხვედრები საუკეთესოა.

როგორც „ფორტუნასთან“ საუბრისას „მანდარინების“ ავტორმა განაცხადა, მისი ფილმი უამრავი სხვა ქვეყნის კინოთეატრებმაც იყიდეს, მალე ფილმს იაპონიაშიც ნახავენ.

რაც შეეხება გეგმებს, როგორც რეჟისორი ამბობს: „ოსკარის“ ნომინაციის მოპოვების შემდეგ, სახელმწიფომ ფილმის გადასღებად თანხა მომცა. მაისიდან ვიწყებ გადაღებებს. გიორგი ნაკაშიძე და ნატა მურვანიძე ითამაშებენ, იქნება თანამედროვე დრამა, დანარჩენს ვერაფერს გეტყვით ჯერჯერობით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g