ნაციონალური საკალათბურთო ლიგის მორგ ტურში “გოლდენ სტეიტმა” “ნიუ იორკ ნიქსი” ანგარიშით 123:112 დაამარცხა და 38-ე მოგება იზეიმა.
“უორიორსის” ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 14 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ზაზამ 13 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კი 32 ქულით, 6 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით სტეფ კარი გახდა.
გათამაშების მოქმედი ჩემპიონი მომდევნო შეხვედრას 26 იანვარს გამთენიისას “მინესოტასთან” გამართავს.