LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას 6 და 8: გოლდენ სტეიტმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგო

15

4 დეკემბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში “მაიამი ჰიტს” ესტუმრა და ანგარიშით 123:95 გაანადგურა.

ქართველი ცენტრი, ტრდაციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17:36 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

“უორიორსს” 30 ქულით სტეფ კარიმ ულიდერა. მეორე მაჩვენებელი, ქულების მიხედვით, მატჩში კევინ დურანტს ჰქონდა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. 19 ქულა მიითვალა კლეი ტომპსონმა.

ამ მატჩის შემდეგ ოკლენდელებს 18 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდათ. ამ მაჩვენებლით ისინი დასავლეთ კონფერენციაში “ჰიუსტონ როკეტსის” შემდეგ მეორე ადგილზე არიან.

შემდეგ მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 5 დეკემბერს, სტუმრად “ნიუ ორლეან პელიკანსთან” გამართავს.

 

მანამდე კი:

“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” ფლორიდაში “ორლანდო მეჯიქი” 133:112 დაამარცხა.

თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და იმ დროში, რაც მას მწვრთნელმა სათამაშოდ დაუთმო, საკმაოდ შედეგიანიც გამოდგა. მოედანზე გატარებულ 15 წუთში ზაზამ 6 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თამაშიდან განხორციელებული 4 სროლიდან ფაჩულიამ 3 მოათავსა მეტოქის კალათში.

გოლდენსტეიტელთა ლიდერები კი ტრადიციულად კევინ დიურანტი (25 ქულა, 7 პასი), სტეფ კარი (23 ქულა, 10 პასი) და კლეი ტომპსონი (27 ქულა) გახლდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები