LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზებგერითი მატარებელი Hyperloop აღმოსავლეთ ევროპაში გამოჩნდება

95

კომპანიამ Hyperloop Transportation Technolgies ავრცელებს განცხადებას იმის თაობაზე, რომ გააფორმა ხელშეკრულება სლოვაკეთის მთავრობასთან, უახლესი, ზებგერითი მატარებლის წარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც ბრატისლავას, ვენასა და ბუდაპეშტს ერთმანეთთან დააკავშირებს.

ამ დროისთვის, სლოვაკეთის დედაქალაქიდან ავსტრიის დედაქალაქამდე მგზავრობას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება. Hyperloop კი ამ დროს 9 წუთამდე შეამცირებს. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული მატარებლები ევროპის ცენტრალურ ქალაქებშიც გამოჩნდება.

Hyperloop გახლავთ მილისებრი ფორმის კაფსულებისგან დამზადებული მატარებელი, რომელიც სპეციალურად მგზავრთა უსაფრთხოდ და სწრაფად გადასაადგილებლად შეიქმნა. ჰიბრიდული ძრავის დახმარებით, მატარებლის სისწრაფე 1130კმ/სთ-ს შეადგენს.

სიახლე ისიც, რომ მოძველებული მაგნიტების მაგივრად, მატარებელი ჰერმეტულ მილზე დაიწყებს გადაადგილებას. ამ სისტემის იდეა, ცნობილ ამერიკელ გამომგონებელს ილონ მასქს უკავშირდება. ილონ მასქი ამ ეტაპზე კომპანიების SpaceX-ისა და Tesla Motors-ის გენერალური დირექტორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები