LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ზედაზენი” ნატურალური წვენების წარმოებას იწყებს

199

ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების  მწარმოებელი კომპანია ”ზედაზენი”  ნატურალური წვენების წარმოებას იწყებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, კახა პაიჭაძემ განუცხადა, ”ზედაზენს” აღნიშნული პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები უკვე შეძენილი აქვს და საწარმოში მისი დამონტაჟების პროცესი მიმდინარეობს.

”ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული კომპანიისგან შევიძინეთ თანამედროვე და უახლესი მანქანა-დანადგარები. მათი ნაწილი უკვე ჩამოსულია, ნაწილს კი-ველოდებით. საწარმოს სრულად აღჭურვა ალბათ, გვიან გაზაფხულამდე მოესწრება, ახალი პროდუქტი კი ბაზარზე უკვე ზაფხულში გამოვა”, – აღნიშნა პაიჭაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი ხაზის პროდუქციის ფასები მომხმარებლის ყველა სეგმენტზე იქნება გათვლილი. ”ვაწარმოებთ ნატურალური წვენის არანაკლებ 5 სახეობას და ისინი იქნება, როგორც ეკონომ, ისე პრემიუმ კატეგორიის”, – განაცხადა ”ზედაზენის” კომერციულმა დირექტორმა.

როგორც კახა პაიჭაძემ აღნიშნა, ლუდსახარში ”ზედაზენის” მიერ წარმოებული ახალი პროდუქცია ადგილობრივი ბაზრის გარდა, სხვა ქვეყნებშიც გაიყიდება. კომპანია ნატურალური წვენების მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე გატანას გეგმავს.

ცნობისთვის, ლუდსახარში ”ზედაზენი” 2012 წელს გაიხსნა.  ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ქარხანა საგურამოსთან,  ზედაზენის მთის ძირას მდებარეობს და აქ წარმოებული პროდუქტის ექსპორტი მსოფლიოს 10 ქვეყანაში ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები