თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ლუკა კურტანიძემ, ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოიგო.
მაკედონიაში მიმდინარე ტურნირზე,ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ტიტულოვანმა ქართველმა ფალავანმა, ბულგარელ – ნიკოლაი დიმიტროვს სძლია. კურტანიძისთის ეს ვეტერანთა შორის ზედიზედ მეორე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულია. შარშან მან 40-44 წლიანთა შორის, ოქროს მედალი 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა.
შეგახსენებთ რომ ლუკა კურტანიძე, ერთერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართელი სპორტსმენია. მას აქტიურ სპორტულ კარიერაში, ორჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი (2002 თეირანი 96 კგ. 2003 ნიუ-იორკი 96 კგ) ამავე ტურნირზე ორჯერ ვერცხლის, ხოლო ერთხელ ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა. გარდა ამისა, არის ევროპის ხუთგზის ჩემპიონი (1996; 1997; 1998;2001;2005) სულ კი კონტინენტის პირველობაზე ცხრა მედალი აქვს მოპოვებული (5-ოქრო; 3- ვერცხლი; 1 – ბრინჯაო). ლუკა კურტანიძე, ასევე ოლიმპიური თამაშების ორი ბრიანჯაოს მედლის მფლობელია (1996 ატლანტა; 2000 სიდნეი).