ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი ცნობილი საოპერო მომღერლის, ტენორის, ავთო ბაბულეიშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტის, ვაჟთა ვოკალური ანსამბლ „ბათუმის“ ყოფილი წევრის, ავთანდილ ბაბულეიშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს,“ – აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
მომღერლის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ბათუმის საოპერო სახლის სოლისტი აჩიკო გოგიტიძეც გამოეხმაურა.
„რამდენი რამე მახსოვს, რამდენი ისტორია მისგან მოსმენილი… ზედმეტად წესიერი კაცი, კეთილი და თბილი! ავთო ბაბულეიშვილი, ბაბულიკა, გაცხონოს უფალმა! შენ უფალთან ყოფნას იმსახურებ!“ – წერს გოგიტიძე.