მსახიობ ნანუკა გულუას და კახა კაშიას უფროსი შვილი, ნინა სამი წლის გახდა.
ნანუკა გულუა შვილის უსაყვარლეს კადრებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს და წერს:
„ზედმეტი სიტყვების მეშინია… მოკლედ ვიტყვი… ნინა დედა, გილოცავ! რაც მიოცნებია, რაც სიკეთე გამიკეთებია, რაც მილოცია, რაც დავულოცივართ, ყველაფერი ხარ… ღმერთო ღრმა სიბერემდე იცოცხლოს უტკივილოდ, სიყვარულით, სილაღით, სიხარულით… ჩემი პირველი ახდენილი ოცნება, ნინა 3 წლის“, – წერს ნანუკა გულუა და ნინას უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს.
მოგვიანებით სოციალურ ქსელში ნანუკამ ნინას დაბადების დღის კადრები გაგვიზიარა.
„ნინა სამი წლის მადლობა ღმერთო“,
„სულ ვოცნებობდი დე, შენზე, მაგრამ შენ ყველა ოცნებაზე მეტი ხარ“, – წერს ნანუკა გულუა უფროსი შვილის ფოტოებისა და ვიდეოების აღწერაში.
ცნობისთვის, ნანუკა გულუას და კახა კაშიას სამი შვილი, ნინას, ირაკლი და კირა ჰყავთ.