LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზეინ მალიკი ყველაზე მოდური მამაკაცია

70

2018 წლის ყველაზე მოდური მამაკაცი ზეინ მალიკია. მართალია, 2017 წლის დასრულებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი, თუმცა ბრიტანულმა GQ-მ  2018 წლის მთავარი პროგნოზების გაკეთება გადაწყვიტა. გავლენიანმა გამოცემამ ჩაატარა გამოკითხვა და დაადგინა, რომ წლის ყველაზე მიმზიდველი მამაკაცის ტიტულს ცნობილი შემსრულებელი იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ზეინმა საპატიო წოდება წელს უკვე მეორედ მოიპოვა. რაც შეეხება რეიტინგის მეორე პოზიციას, მას დევიდ ბექჰემი იკავებს, სპორტსმენი ლიდერობას 42 წლის ასაკშიც არ კარგავს. და ბოლოს, ლიდერთა სამეულს ბრიტანელი მსახიობი და მოდელი დევიდ განდი ასრულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები