LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზეინ მალიკისა და ჯიჯი ჰადიდის რომანტიკული ფოტოსესია

85

ჟურნალ Vogue-ის აგვისტოს ნომრის გარეკანზე ზინ მალიკი და ჯიჯი ჰადიდი იქნებიან გამოსახულები. ოფიციალური ფოტო ქსელში უკვე გამოქვეყნდა.

ცნობილი მოდელისა და მომღერლის რომანი 2015 წლის შემოდგომაზე დაიწყო. გამოცემასთან ისინი საკუთარ გრძნობებსა და ურთიერთობაზეც საუბრობენ.

შეყვარებულებმა აღიარეს, რომ ხანდახან ერთმანეთის ტანსაცმლითაც დადიან. ზეინმა კი მაგალითად Anna Sui-ს პერანგი მოიყვანა და განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ის ქალისთვის არის შექმნილი თუ კაცისთვის, პერანგი ძალიან კომფორტულია.

22 წლის ჯიჯი ბოიფრენდს დაეთანხმა და განაცხადა, რომ საქმე არა სქესში, არამედ ფორმასა და კომფორტშია. ლამაზმანმა საყვარელ კერძზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ზეინმა ქათმისა და ტკბილი სიმინდისგან უგემრიელესი კერძის მომზადება იცის. ასევე გაირკვა, რომ ჯიჯის ძალიან მოსწონს მისი ტატუები და რამდენიმეს გაკეთებას თავადაც გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები