ზეინ მალიკი თაყვანისმცემლებს მორიგ ჰიტს უმზადებს. სიახლის ჩაწერაში სიაც მონაწილეობს. მუსიკოსმა სიმღერაზე გადაღებული კლიპის თიზერიც წარმოადგინა, სადაც ზეინს კომპანიონობას მსახიობი ჯემა კერკი უწევს.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოს ცნობილი კინორეჟისორი მარკ უები იღებს და მისი პრემიერის თარიღი 7 სექტემბერია.