LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: 252 დღის წინ რუსეთმა უსაფრთხოების გარანტიები აშშ-ისგან მოითხოვა, ომის 8 თვის შემდეგ კი ამას უკრაინისგან ითხოვს, საოცარი ცვლილებებია

43
Untitled design (1)

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში მარცხი განიცადა.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, ომის 252-ე დღეს, მორიგი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ დღეს რუსეთი უკრაინისგან სწორედ იმ უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, რომელიც 252 დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოითხოვა.

„დღეს კრემლი ამბობს, რომ უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს. ცოტა ხნით უნდა ვიფიქროთ მათ განცხადებაზე, 252 დღის წინ რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რუსეთის ეგრეთ წოდებული „სპეციალური ოპერაციის“ რვა თვის თავზე კი კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

ეს მართლაც გასაოცარი ცვლილებებია. ეს გვიჩვენებს როგორც რუსული აგრესიის წარუმატებლობას, ასევე იმას, თუ რამდენად ძლიერები ვართ მე და თქვენ, როცა ერთიანობას ვინარჩუნებთ – მილიონობით უკრაინელი მამაკაცი და ქალი, რომლებიც იბრძვიან და მუშაობენ ჩვენი თავისუფლებისთვის, მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში, რომლებიც გვეხმარებიან რუსულ ტერორს წინააღმდეგობა გავუწიოთ.

ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხებას და მის დასჯას დანაშაულებისთვის. ჩვენ პირობას ვაძლევთ ყველას, რომ მთელი უკრაინა თავისუფალი იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g