LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას „დიდი ოცეულის“ სამიტში, თუ მას პუტინი დაესწრება

44
ezgif-4-1c70e9cda0

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ოცეულის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს თუ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იქნება. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ “დიდი ოცეულის” სხვა წევრების მონაწილეობას თვალს არ ადევნებს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მომავალი სამიტისთვის ემზადება და აღნიშნა, რომ დღეს სამიტისთვის მზადების საკითხი მასპინძელი ქვეყნის, ინდონეზიის, პრეზიდენტთანაც განიხილა.

“ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვპატიჟეს. კიდევ ვნახავთ, რამდენიმე დღე დარჩა”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g