LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: „ეს ორი სხვადასხვა ადამიანია – ტირილი უკვე აღარ შემიძლია… როცა ვხედავ მოკლულ ბავშვებს უფეხოდ, უხელოდ, საშინელებაა

1177
BeFunky-collage

„დღეს უკრაინას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. რუსეთში სხვას არავის შეუძლია ამ ომის შეჩერება, მხოლოდ ის ერთი წყვეტს, ეს ომი როდის დასრულდება“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა „ბილდს“ განუცხადა.

ამავდროულად, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში რუსი სამხედროების სიმხეცის შემდეგ, გრძნობს ზიზღს რუსეთისა და რუსი ჯარისკაცებისადმი.

„როდესაც ამ სურათებს ვხედავ ჩემ თვალწინ – მოკლულ ბავშვებს უფეხოდ, უხელოდ, ეს საშინელებაა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და დასძენს, რომ ტირილი უკვე აღარ შეუძლია თუმცა, მსხვერპლთან შეგუება შეუძლებელია.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეეფასებინა თავისი ორი ფოტო – ომამდე და ბუჩაში ჩასვლის შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა:

„ეს ორი სხვადასხვა ადამიანია“. მანვე აღნიშნა, რომ ეჭვობს გახდეს ისეთივე, როგორიც ადრე იყო.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები