არ ყოფილა დღე, რომ გამოსავალი, რომელიც ჩვენს ხალხს გადაარჩენდა, არ გვეძებნა. დღეს, ომის განმავლობაში პირველად, ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის დერეფანმა მუშაობა დაიწყო, – ,,აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან ევაკუაციის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
,,დღეს საბოლოოდ, ,,აზოვსტალიდან“ ხალხის ევაკუაცია მოვახერხეთ. მრავალკვირიანი მოლაპარაკებების, მრავალი მცდელობის, სხვადასხვა შეხვედრების, ხალხის მოწოდებების შემდეგ, საბოლოოდ! არ ყოფილა დღე, რომ გამოსავალი, რომელიც ჩვენს ხალხს გადაარჩენდა, არ გვეძებნა. დღეს, ომის განმავლობაში პირველად, ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის დერეფანმა მუშაობა დაიწყო. პირველად, ამ ტერიტორიაზე ორდღიანი რეალური ცეცხლის შეწყვეტა მოხდა. უკვე 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე,პირველ რიგში ქალები და ბავშვები ევაკუირებული არიან. პროცესის ყველა სირთულის გათვალისწინებით, პირველი ევაკუირებული პირები ჟაპოროჟიეში ხვალ ჩავლენ, იმედია ეს არ ჩაიშლება, ჩვენი გუნდი მათ იქ შეხვდება. იმედი მაქვს, მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაციის გასაგრძელებლად, ხვალ ყველა აუცილებელი პირობა შესრულდება, დილის 8 საათზე ვგეგმავთ დაწყებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.