LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების სასამართლო იქნება ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც რუსეთთან მოლაპარაკებები აღარ იქნება

184
უსათაურო დიზაინი

„მარიუპოლში ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელების სასამართლო პროცესი გახდება ხაზი, რომლის შემდეგაც რუსეთთან მოლაპარაკებები აღარ იქნება“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი მარიუპოლში საჩვენებელი სასამართლოს მოწყობას აპირებს.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიუპოლში ამზადებენ დეკორაციებს ოკუპანტების მიერ დატყვევებული უკრაინელი დამცველების, ჩვენი მეომრების, აბსოლუტურად ამაზრზენი და აბსურდული საჩვენებელი სასამართლო პროცესისთვის.

რაც უნდა იფიქრონ ოკუპანტებმა, რაც უნდა დაგეგმონ, ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია აბსოლუტურად მკაფიო იქნება.

თუ ეს საზიზღარი სასამართლო შედგა, თუ ჩვენს ხალხს, ყველა მოლაპარაკების, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით შეიყვანენ ამ დეკორაციებში, ეს იქნება ის ხაზი, რომლის შემდეგაც მოლაპარაკებები უბრალოდ შეუძლებელი იქნება. რუსეთი საკუთარ თავს მოკვეთს მოლაპარაკებებიდან. მეტი საუბრები არ იქნება. ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერ თქვა. უკრაინა არ მოითმენს იმ ადამიანების დაცინვას, რომლებზეც მხოლოდ ერთი შეიძლება, ითქვას – ისინი გმირები არიან და საკუთარ სამშობლოს იცავდნენ დამპყრობლებისგან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

magti 5g