LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: “მეჩვენება, რომ პესკოვი ფეხბურთს საკუთარ თავს ეთამაშება, როგორც კი ბურთს მოგვცემენ, ვაჩვენებთ კარში როგორ ვურტყამთ”

101
BeFunky-collage (24)

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რუსეთისგან არანაირი დოკუმენტი არ მიუღია.

ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რუსეთისგან მსგავსი შეთავაზება „არათუ არ უნახავს, არამედ დარწმუნებულია, რომ ის არც არსებობს“.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი დიმიტრი პესკოვის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.

“პრინციპში, ადრე ფეხბურთს საკმაოდ კარგად ვთამაშობდი. რა წესებია იქ: ორი გუნდი და ბურთი უნდა იყოს. აქ მეჩვენება, რომ პესკოვი ფეხბურთს საკუთარ თავს ეთამაშება. როგორც კი ბურთს ჩვენ მოგვცემენ, აუცილებლად ვაჩვენებთ კარში როგორ ვურტყამთ“, – დასძინა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, დღეს კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში გადასცეს დოკუმენტის პროექტი, რომელშიც გაწერილია მკაფიო ფორმულირებები და ახლა პასუხს უკრაინელებისგან ელოდებიან. კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, “ბურთი კიევის მხარესაა”.

შარლ მიშელი: სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო, რა ვიგრძენი დღეს ბოროდიანკაში, როგორც მამამ და ადამიანმა, ამ სისასტიკის ჩამდენი აუცილებლად დაისჯება

ვოლოდიმირ ზელენსკი: “ალყაში მოქცეულ მარიუპოლში 120 000 ადამიანი რჩება, დანაშაულები, რომელიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, გპირდებით, ყველა პასუხისმგებელ პირს ვიპოვით”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g