LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი მელიტოპოლის მერის გატაცებაზე: ოკუპანტები ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდნენ

268
BeFunky-collage

“ოკუპანტები ტერორის ახალ ფაზაზე გადავიდნენ,” – ასე აფასებს უკრაინის პრეზიდენტი მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის გატაცებას. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ოკუპანტები ცდილობენ ფიზიკურად გაანადგურონ უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლების ლეგიტიმური წარმომადგენლები.

“მელიტოპოლის მერი გაიტაცეს” – უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს

„ნათელია, რომ ეს ოკუპანტების სისუსტის ნიშანია. მათ ვერ მოიპოვეს ვერანაირი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიაზე, რისი იმედიც ასე ძალიან ჰქონდათ. იმიტომ რომ წლობით ატყუებდნენ საკუთარ თავს, თითქოს უკრაინაში ვინმე რუსეთს ელოდება. მათ ვერ იპოვეს კოლაბორაციონისტები, რომლებიც ოკუპანტებს ქალაქებსა და ძალაუფლებას გადასცემდნენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g