LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: მქონდა სატელეფონო საუბარი ბორის ჯონსონთან, მნიშვნელოვანი გარანტიები მივიღე – ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ

320
_123585383_073466804-2

უკრაინის პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს.

როგორც უკრაინის ლიდერი აღნიშნავს, მან ჯონსონისგან მნიშვნელოვანი გარანტიები მიიღო.

,,მქონდა სატელეფონო საუბარი ბორის ჯონსონთან. ხვალინდელი მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ, მხარდაჭერის შესახებ, მნიშვნელოვანი გარანტიები მივიღე. განვიხილეთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და უკრაინის თავდაცვითი დახმარება. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – წერს ზელენსკი.

ზელენსკის პოსტს “ტვიტერზე” გამოეხმაურა ბორის ჯონსონი და აღნიშნა, რომ ისინი ერთად გაიმარჯვებენ.

,,დიდი ბრიტანეთი ახლა და მომავალშიც, უკრაინის გვერდით დგას. როგორც ჩემი მეგობარი ზელენსკი ამბობს, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – წერს ჯონსონი.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g