მსოფლიომ დღეს კიდევ ერთხელ შეძლო დარწმუნებულიყო, რამდენად ყალბია მოსკოვის ნებისმიერი სიტყვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, 7 იანვარს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოსკოვმა დაპირება არ შეასრულა.
„ისინი [რუსები] იქ რაღაცას ამბობდნენ თითქოსდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ… თუმცა რეალობაა – რუსული ჭურვები, რომლებიც კვლავ ურტყამდნენ ბახმუტსა და სხვა უკრაინულ პოზიციებს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
