უკრაინაში ომის მიმდინარეობის 43-ე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” მორიგი ტრადიციული ვიდეომიმართვა გაავრცელა.
შემაჯამებელ განცხადებაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მსოფლიოში ყველას რომ ჰქონოდა იმ გამბედაობის თუნდაც 10 %, რაც უკრაინელებს აქვთ, საერთაშორისო სამართალს საფრთხე არ დაემუქრებოდა:
“მსოფლიოში ყველას რომ ჰქონოდა იმ გამბედაობის ათი პროცენტი მაინც, რაც ჩვენ, უკრაინელებს გვაქვს, საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ დაემუქრებოდა საფრთხე. ჩვენ გავავრცელებთ ჩვენს გამბედაობას. დავიწყოთ სპეციალური გლობალური კამპანია.
ეს ომი გვიჩვენებს, თუ რამდენს არ სურდა რამდენი რამის შემჩნევა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ხალხში. რამდენად სჯეროდა მსოფლიოს უცხოური პროპაგანდის და რუსული მითების უკრაინის შესახებ და არა რეალურის. ჩვენ ყოველთვის ასე… მამაცები ვიყავით… ყველაზე მამაცები მსოფლიოში. ამაში დარწმუნებული ვარ. სხვა ვინ გააკეთებდა იმას, რასაც უკრაინელები აკეთებენ? ვის ჰქონდა ამხელა გამბედაობა – გამუდმებით ებრძოლა ტირანიის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ და დაეცვა თავისუფლება? ყველა არჩევნებში, რევოლუციებში და ომში.
კიდევ ვის ეყო გამბედაობა ებრძოლა რუსეთის ძალებთან ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში, კიდევ ვის ეყო გამბედაობა, შეუიარაღებელი წასულიყო რუსული ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ, სადაც რუსებმა დროებით მოახერხეს რაღაცის მიტაცება?
კიდევ ვის ეყო გამბედაობა, ეთქვა მსოფლიოსთვის, რომ პირფერობა ცუდი იარაღია? კიდევ ვის ეყო გამბედაობა, დაეყოლიებინა უმსხვილესი გლობალური კომპანიები – დაევიწყებინათ ბუღალტერია და ეფიქრათ მორალზე?
ესწავლებინა ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის – რაც უნდა იყო – იყავი თუნდაც სულ ცოტა უკრაინელი, თუნდაც სულ ცოტა მამაცი. სინამდვილეში, ეს არის ჩვენი ბრენდი. ეს არის ის, რაც ნიშნავს იყო ჩვენ. იყო უკრაინელი, იყო მამაცი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკი: ერთად უნდა ვაიძულოთ რუსეთი, რომ მშვიდობა ეძიოს!
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში