LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ოკუპანტების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი მკვდარი იპოვეს

198
Untitled design (7)

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპანტების მიერ გატაცებული რამდენიმე ქალაქის მერი გარდაცვლილი იპოვეს

როგორც უკრაინული გამოცემა pravda.com წერს, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ისინი ჩვენი ქალაქების მერებს იტაცებენ. მათ რამდენიმე მოკლეს, ზოგს ვერ ვპოულობთ. ზოგიერთი უკვე ვიპოვეთ და ისინი მკვდრები არიან”, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა რამდენიმე მერი ჩაანაცვლეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმითვე, რუსეთის არმია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმავე მეთოდებს იყენებს, რაც დონბასში 2014 წელს გამოიყენა.

რუსული ჯარები კიევის ოლქის ქალაქ სლავუტიჩში შევიდნენ და ქალაქის მერი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქალაქის მერი გაიტაცეს

მელიტოპოლიის მერი რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლდა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g