LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ოკუპანტების მიერ ხერსონის დატოვების შესახებ ცნობები საინფორმაციო თავდასხმაა

37
ზელენსკი 1

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ძალები ხერსონიდან არ მიდიან და მათი ე.წ. მზადება გასვლისთვის, საინფორმაციო ოპერაციაა. ამის შესახებ განცხადება ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

„ვერ ვხედავ, რომ ისინი ხერსონიდან გარბიან. ეს საინფორმაციო შეტევაა. ყველაფერს ვერ გაგიმხელთ. ეს თავდასხმაა, რომ ჩვენ იქ მივიდეთ და მოვხსნათ ხალხი სხვა სახიფათო მიმართულებებიდან. ეს ყველაფერი იყო საინფორმაციო ოპერაცია. ისინი არ არიან მზად ხერსონის დასატოვებლად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთის ყველაზე უკეთ მომზადებული ჯარისკაცები პოზიციებზე რჩებიან.

„ისინი ადგილზე არიან. ჩვენ ამას ვხედავთ და მათი არ გვჯერა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსებმა იციან, რომ ხერსონის ალყიდან გამოსვლას ვერ შეძლებენ, თუ უკრაინელები წარმატებას მიაღწევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g