LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ომის დაწყებიდან თითქმის 9200 ოკუპანტი დაიღუპა – ვერ გაგვტეხენ, ჩვენს მიწაზე ვართ

63
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დაწყებიდან მე-9 დღის დილით თითქმის 9200 ოკუპანტი დაიღუპა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინის თავდაცვა მტერს მაქსიმალურ ზარალს აყენებს.

„ჩვენი თავდაცვა მტერს მაქსიმალურ ზარალს აყენებს, დაიღუპა თითქმის 9200 ოკუპანტი. ომის მეცხრე დღის დილით. ჩვენ ისინი ნიკოლაევის მახლობლად დავამარცხეთ, ჩვენ ვიბრძვით ხარკოვის მახლობლად, ჩვენ ვიბრძვით კიევთან.

ოკუპანტებისთვის დედაქალაქი მთავარ სამიზნედ რჩება, მაგრამ ისინი ვერ გაგვტეხენ, ვერ დაარღვევენ ჩვენი სახელმწიფოს, ვერასოდეს. როგორ ომსაც არ უნდა აწარმოებდნენ, მაინც დამარცხდებიან, იმიტომ, რომ ჩვენ სახლში ვართ. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ.“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g