„საინფორმაციო სივრცეში, ფრონტიდან ახალი ამბები ნაკლებად ვრცელდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლის ინტენსივობა შემცირდა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და დასძინა, რომ განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია დონეცკის რეგიონში.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ბრძოლის პარალელურად, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ნორმალური ცხოვრების აღდგენის სამუშაოები გრძელდება. ზელენსკის განცხადებით, ზამთრის იარაღად გადაქცევა ტერორისტული სახელმწიფოს გეგმაა, როგორც უკრაინის, ისე მთელი ევროპის წინააღმდეგ.
უკრაინამ 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 50% გაათავისუფლა: გერაშჩენკო
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, აღნიშნულის შესახებ OSInt ანალიტიკოსზე დაყრდნობით საუბრობს.
„მძიმე მდგომარეობაა მთელ ფრონტზე. ზოგიერთ რაიონში სასტიკი პოზიციური ბრძოლები გრძელდება, როგორც ადრე და განსაკუთრებით რთულია, ისევე როგორც ადრე, დონეცკის რეგიონში. ოკუპანტების აქტიურობა იქ რჩება უკიდურესად მაღალ დონეზე – ყოველდღიურად ათობით თავდასხმა ხდება.
ისინი განიცდიან უკიდურესად მასშტაბურ ზარალს, მაგრამ მათი ბრძანება არ შეცვლილა – მიაღწიონ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს. იქ ჩვენი მიწის არც ერთ სანტიმეტრს არ ვუთმობთ და მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს გმირს, რომლებიც დონბასში პოზიციებს იკავებენ.“– განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში