LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდა ომისთვის, მეზობლების დაპყრობის, უკრაინისა და ევროპის განადგურების მიზნით

124
ვოლოდიმირ ზელენსკი

„უკრაინელებს სჭირდებათ მშვიდობა ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოების გარანტიებით“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყანას გამბედაობით იცავენ.

ასევე, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებს არ აქვთ მოდუნების უფლება, რადგან რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდა ომისთვის, აგროვებდა მნიშვნელოვან სამხედრო რესურსს ბოროტების გულისთვის, მეზობლების დაპყრობისა და უკრაინისა და ევროპის განადგურების მიზნით.

„ამიტომ, თქვენ უნდა გაუძლოთ, უნდა იბრძოლოთ იმისათვის, რომ გაიმარჯვოთ, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ხალხისთვის.“– აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი: ჩვენ გავიმარჯვებთ, მე ამის მჯერა.. თავიდან ავაშენებთ უკრაინელების თითოეულ სახლს

რუსეთს ბრძოლის ველზე ისეთი დანაკარგი აქვს, რომ უკვე აღარ იცის, სად ითხოვოს დახმარება: ვოლოდიმირ ზელენსკი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g