უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ჯარისკაცების დედებს მიმართა.
ზელენსკიმ მოუწოდა მათ, სასწრაფოდ იმოქმედონ და არ გაუშვან შვილები საომრად.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა რუს დედას, განსაკუთრებით წვევამდელების დედებს, არ გამოუშვათ თქვენი შვილები სხვის მიწაზე საომრად. არ დაიჯეროთ დაპირებები, რომ თითქოს წვრთნებზე, არასაომარ ვითარებაში აგზავნიან. გადაამოწმეთ, სად არის თქვენი შვილი. თუკი გაგიჩნდებათ მცირე ეჭვი მაინც, რომ მათ უკრაინის წინააღმდეგ საომრად აგზავნიან, სასწრაფოდ იმოქმედეთ! არ გაწიროთ ისინი სასიკვდილოდ ან ტყვედ ჩასავარდნად,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: