საბერძნეთი F-16-ის უკრაინელი პილოტების მომზადებაში მიიღებს მონაწილეობას, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთში ვიზიტისას განაცხადა.
„საბერძნეთი შეუერთდა საავიაციო კოალიციას. ის მოამზადებს ჩვენს პილოტებს F-16-ების საფრენად. საბერძნეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტსაც ამზადებს;
მე შევთავაზე საბერძნეთს გზები, რომ უკრაინის ახალი შავი ზღვის დერეფნის დაცვაში დაგვეხმაროს, უზრუნველყოს ნაოსნობის თავისუფლება და მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტი;
განვიხილეთ საბერძნეთის მონაწილეობა უკრაინის აღდგენაში, მათ შორის ვისაუბრეთ, რომ საბერძნეთს ოდესის აღდგენის შესაძლებლობა მიეცეს;
საბერძნეთის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად G7 დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ შევთანხმდით გავაგრძელოთ ორმხრივი მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიებზე;
უკრაინა ემზადება წელს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და მადლობას ვუხდი საბერძნეთს, რომ მხარს გვიჭერს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. განსაკუთრებით მადლობელი ვარ პრემიერმინისტრ მიცოტაკისის უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციაზე დღევანდელი ხელმოწერისთვის.
მე ასევე გულწრფელ მადლობას ვუხდი საბერძნეთს უკრაინა-ბალკანეთის სამიტის მოწვევისთვის, ჩვენი ერთობლივი მუშაობის ფართო ფორმატი ჩვენი ერისა და მთელი ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა ზელენსკიმ.
Five outcomes of our talks with Prime Minister @KMitsotakis.
1. Greece joined the aviation coalition: it will train our pilots to fly F-16s. Greece is also preparing a new military aid package for Ukraine.
2. I proposed ways for Greece to assist us in securing Ukraine’s new… pic.twitter.com/saayynoA5I
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 21, 2023