„ნამდვილი საბრძოლო გამოცდილების მქონე უკრაინელები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან და ომის ყველაზე ცხელ წერტილებში დანაშაულის ანაზღაურებას შეძლებენ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკი: უკრაინა ევროკავშირს ახალი სპეციალური პროცედურის საშუალებით უნდა შეუერთდეს
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველას, ვისაც შეუძლია ჩაერთოს დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს უნდა გააკეთოს.
„ამიტომ ეს გადაწყვეტილება არ იყო ადვილი მორალური თვალსაზრისით, მაგრამ სასარგებლო ჩვენი თავდაცვის თვალსაზრისით. საომარი მდგომარეობის პირობებში, მებრძოლები, ნამდვილი საბრძოლო გამოცდილების მქონე უკრაინელები გათავისუფლდებიან პატიმრობიდან.
ისინი შეძლებენ თავიანთი დანაშაულის კომპენსაციას ომის ყველაზე ცხელ მომენტებში. კიდევ ზოგიერთი ადამიანი NATO-ს მონაწილეებიდან, უქმდება ყველა სანქცია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ მთავარი ახლა დაცვაა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.