LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: შარლ მიშელთან ომის საწინააღმდეგო კოალიციის გაძლიერება განვიხილე

122
11

უკრაინის პრეზიდენტი ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან საუბრის დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ შარლ მიშელთან ომის საწინააღმდეგო კოალიციის გაძლიერება განიხილა:

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან განვიხილე უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ასევე ომის საწინააღმდეგო კოალიციის გაძლიერება და უკრაინაში მშვიდობის აღდგენის პერსპექტივები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩვენი ქვეყნის წინსვლას და მოძრაობას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ”, – წერს ზელენსკი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

magti 5g