სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კახოვკის კაშხლის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები ხერსონის რეგიონს ეწვივნენ. სტიქიის შემდეგ პირველივე დღეს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა შესაბამისი მიმართვა გაუგზავნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას ამ კატასტროფის გამოსაძიებლად და მუშაობა უკვე დაწყებულია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა საკუთარი თვალით დაინახეს რუსული ტერაქტის შედეგები და თავად გაიგეს, რომ რუსული ტერორი გრძელდება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.