LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: უკრაინა ევროკავშირს ახალი სპეციალური პროცედურის საშუალებით უნდა შეუერთდეს

110
ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტ ვოლოდიმირ განცხადებით, უკრაინა ევროკავშირს ახალი სპეციალური პროცედურის საშუალებით უნდა შეუერთდეს.

მან ევროკავშირს ევროკავშირს მიმართა:

„მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნლებივ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურის საშუალებით. ჩვენ მადლობელი ვართ პარტნიორების, რათა ისინი ჩვენ გვერდით დგანან, თუმცა ჩვენი მიზანია ყოფნა ყველა ევროპელთან ერთად და მოწოდების დონეზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველამ ეს დავიმსახურეთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იგი დარწმუნებულია, უკრაინის ამ ბროძალში გამარჯვების.

TIMES: ზელენსკის მოსაკლავად კიევში კრემლის 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი მოქმედებს

„პრეზიდენტობის კანდიდატი როცა ვიყავი, ვთქვი, რომ თითოეული ჩვენგანი პრეზიდენტია, რადგან ჩვენ, ყველანი ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენი ლამაზი უკრაინისთვის. ახლა კი ისე მოხდა, რომ თითოეული ჩვენგანი მეომარია. მეომარი თავის ადგილას. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს. დიდება უკრაინას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g