უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შევსება დაასრულა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ონლაინ ფორმატში შეხვდა.
„მე წარვადგინე შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი უკრაინას ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.“– განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენს, „მნიშვნელოვან გზაზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მკაფიო სიგნალებისთვის“ მადლობა გადაუხადა .
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს 18 აპრილს გადასცა.