LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: უკრაინის სამხედრო გამარჯვება ერთადერთი გზაა რუსული ტერორის შესაჩერებლად და უსაფრთხოების აღდგენისთვის

138
ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო გამარჯვება ერთადერთი გზაა რუსული ტერორის შესაჩერებლად და უსაფრთხოების აღდგენისთვის.

მისივე თქმით, ამჟამად ყველაზე დაძაბული ბრძოლები ქალაქ ბახმუტში მიმდინარეობს.

„დღეს რუსმა ტერორისტებმა დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკაში საცხოვრებელი ადგილები კვლავ დაბომბეს. რუსული დაბომბვის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა: სამი ქალი, სამი მამაკაცი, დონბასის ჩვეულებრივი ქალაქის უბრალო ხალხი. დაშავდა კიდევ თერთმეტი ადამიანი. რუსეთმა კონსტანტინოვკას წინააღმდეგ გამოიყენა „ეს-300“-ის რაკეტები და „ურაგანის“ სარაკეტო სისტემა.

რუსმა ტერორისტებმა სუმის რაიონის კონოტოპის რაიონი დაბომბეს. მტერმა ნაღმტყორცნებიდან გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია დღეში ათობით დარტყმის. არსებობს მხოლოდ ერთი გზა რუსული ტერორის შესაჩერებლად და უსაფრთხოების აღსადგენად ჩვენს ყველა ქალაქსა და დასახლებაში – სუმის რეგიონიდან დონბასამდე, ხარკოვის რეგიონიდან ხერსონამდე, კიევის ოლქიდან იალტამდე. ეს გზა უკრაინის სამხედრო გამარჯვებაა. სხვა გზა არ არის და არც იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g