LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ყოველ ჯერზე, როდესაც გვესმის, რომ იარაღის მიწოდება ყოვნდება, უკრაინელი სამხედროები ამისთვის საკუთარი სიცოცხლით იხდიან

143
ვოლოდიმირ_ზელენსკი_987456321458963

ყოველ ჯერზე, როდესაც გვესმის, რომ იარაღის მიწოდება ყოვნდება, უკრაინელი სამხედროები ამისთვის საკუთარი სიცოცხლით იხდიან, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ხელი მოვაწერე სახელმწიფო ჯილდოებით უკრაინის შეიარაღებული ძალების 127 მებრძოლის დაჯილდოებას, მათგან 68 – სიკვდილის შემდგომ დაჯილდოვდა.

ყოველ ჯერზე, როდესაც გვესმის, რომ დაპირებული იარაღის მიწოდება ყოვნდება, ყოველ ჯერზე, როდესაც ჩნდება ეჭვები უკრაინისთვის იარაღის სახეობასთან, მოქმედების მანძილთან ან სხვა ხარისხობრივ მახასიათებელთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინელი მეომრები თავის სიცოცხლეს სწირავენ, რათა იყოს დრო, რომელიც იხარჯება დარწმუნებაზე, რომ აუცილებელი იარაღის მიწოდება შედგეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g